მომდევნო დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
11 ნოემბერს დღის მეორე ნახევრამდე
საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი.
12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება.
11-12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში 11-12 ნოემბერს (ძირითადად ღამისა და დილის საათებში) შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.