რატომ მოიჭრა ხეები ბორჯომის ცენტრში
ბორჯომის ცენტრში ხეების მოჭრის
საკითხი დღეს სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებლების განხილვის
საგანი გახდა.
ამის შესახებ, ტელეკომპანია
"ბორჯომსაც" მიმართეს. ცნობისთვის, სამი ხე მოიჭრა ბორჯომში,
სილამაზის ხიდის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე.
"ასწლოვანი ხეების ასე განადგურება არის დანაშაული, ვანდალიზმი. ბორჯომის სილამაზე და სიმბოლოა ნაძვის ხეები. ვერ ვარ მშვიდად ამ სიბოროტეს რომ ვუყურებ, გთხოვთ შეაჩერეთ" - ასე მიმართა ინტერნეტმომხმარებელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და ქალაქის მაღალჩინოსნებს.
აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, ტელეკომპანია "ბორჯომი", საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. დავით ზაალიშვილის თქმით, ტერიტორიაზე სულ 7 ხე იყო, აქედან 3 ხმელი ხე მოიჭრა. ზაალიშვილის განმარტებით, ხეების მოჭრის თხოვნით მათ ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიმართა.
"სამი ხმელი ხე იყო, რომელიც საფრთხეს ქმნიდა. ქარის დროს შეიძლება მოტეხილიყო და ვინმე დაშავებულიყო, ამიტომ, ხმელი ტოტები შევაჭერით. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მოგვმართა, რომ მოგვეჭრა ეს ხეები. ხის ტოტები მათ სახლებს, სახლის სახურავებს უზიანებდა. იმსჯელა შესაბამისმა კომისიამ და 7 ხიდან მოიჭრა 3 ხმელი ხე" - განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
დავით ზაალიშვილი ინტერნეტსივრცეში, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა.
"ისიც თქვეს, ხეების გადაბელვა რატომ არ მოხდაო. ნაძვის და სოჭის გადაბელვა ვის გაუგია? ეს ხმელი ტოტები რომ არ მოგვეჭრა და ქარის დროს მოტეხილიყო, ვინმეს დასცემოდა, მერე იტყოდნენ, რას აკეთებეს მუნიციპალიტეტიო, რატომ არ მიიღო მანამდე ზომებიო" - დავით ზაალიშვილი.
კითხვაზე, სად მიდის მოჭრილი ხეები? - საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მოჭრილი ხეების გაცემა ხდება სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე.