კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება - შეხვედრა სათემო ორგანიზაციებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების
რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ გახსნეს. პროექტის ექსპერტებმა, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში თემის როლისა და მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს. პროექტი 7 წლიანია და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.