"კვალიფიციური გიდები ტურიზმის განვითარებისთვის" - სამუშაო შეხვედრა ბორჯომში
,,კვალიფიციური გიდები - ტურიზმის განვითარებისათვის“, პროექტის
ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს ბორჯომში.
საკითხზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის და ტურიზმის სფეროში
ჩართულმა წარმომადგენლებმა. როგორ შეიძლება გიდების მომსახურების და
სერვისის გაუმჯობესება, ასევე მასთან დაკავშირებული გამოწვევების
შემცირება - ამ თემაზე მოხდა რეკომენდაციების შემუშავება, რაზეც
სამომავლოდ ერთობლივად დაიწყება მუშაობა. პროექტს ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” , „ქალთა
და ბავშვთა უფლებებისათვის თანადგომასთან“ პარტნიორობით, „ამერიკის
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI“ - ის მხარდაჭერით.