ტურიზმი
m&i-ის გლობალური ფორუმის მონაწილეები ბორჯომს ესტუმრნენ
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“
,-აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“,-ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში
ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის
შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ -
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე
გიორგიძემ განაცხადა.
13:17 / 09.11.2024
,,თუ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირებას საფრთხე დაემუქრა და თუ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, საქართველო გახდება არასანდო პარტნიორი დასავლეთისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისასა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში
უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის
(Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
14:08 / 10.08.2024
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანი და 3 კმ სიგრძის ტრასა ეწყობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის
მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან
დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო
შეხვედრები გაიმართა.
12:29 / 10.08.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021
067
13:15 / 15.07.2024
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067
გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს,
რომ უცხოელ ტურისტებს სამცხე-ჯავახეთის ტურებს ძირითადად თავად
სთავაზობენ,
10:27 / 11.07.2024
გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, რომ უცხოელ ტურისტებს სამცხე-ჯავახეთის ტურებს ძირითადად თავად სთავაზობენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.