"პირველი დეკემბრიდან ყოველთვის გახსნილი იქნება სეზონი ბაკურიანში" - თამაზ გამცემლიძე
მთის კურორტების განვითარების
კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, ახალი
ინფრასტრუქტურა ბაკურიანს საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად, პირველი
დეკემბრიდან გახსნას ზამთრის სეზონი.
სასტუმროები კი შეძლებენ წინასწარ
ჯავშნების გაკეთებას და სტუმრების მიღებას. ბაკურიანი თოვლის მოსვლაზე
აღარ იქნება დამოკიდებული. გამცემლიძის განმარტებით, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 30
მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დეტალებზე, თამაზ გამცემლიძემ,
გადაცემა "კვირის ამბებში" ისაუბრა.