"ბაკურიანი მუდმივად უნდა იყოს მზად, მაღალი დონის ჩემპიონატების მასპინძლობისთვის" - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მსოფლიო
ჩემპიონატისათვის, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე
გაგრძელდება.
„ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად.
„ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.