პოლიტიკა
აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ თვლის, რომ ბელარუსში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება გამოხატონ საკუთარი პროტესტი", - განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს.
"ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსიის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.1 %-ით გაიმარჯვა. დემონსტრანტები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.