პოლიტიკა
აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, მედიის, ფინანსური საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც მხოლოდ საჯარო ფინანსების კონტროლს მოიცავს.
"აღნიშნული ანგარიშვალდებულების საფუძვლები უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ამაზე პასუხისმგებელია კომუნიკაციების კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია. აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ საჯარო ფინანსებს,"-აღნიშნავენ უწყებაში.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ: ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.




მუნიციპალიტეტები, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას - აუდიტის სამსახური

2018-2019 წლებში მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 53 რეკომენდაცია გასცა

Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.