არჩვნები 2020
არ ვაპირებთ "გაყიდულ" პოლიტიკოსებთან გარიგებაზე წასვლას. - გედევან ფოფხაძე
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსისთვის" ყველა მანდატისთვის ვიბრძოლებთ! , - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა,ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.
მისივე განცხადებით, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის, ან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.

""ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" რვავე ოლქში იბრძოლებს საპარლამენტო მანდატისთვის. ეს არის ჩვენთვის პრინციპული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ "გაყიდულ" პოლიტიკოსებთან გარიგებაზე წასვლას. არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის ან ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებაზე წასვლას. ჩვენ ვაპირებთ მხოლოდ ქართველ ხალხთან გარიგებას. ყველა მანდატი ჩვენთვის პრინციპულია, ყველა მანდატისთვის ვიბრძოლებთ ხალხთან ერთად. დავარწმუნებთ ხალხს, რომ არჩევნების დღე უნდა იქცეს ერთიან სახალხო დემოკრატიულ და კონსტიტუციურ აჯანყებად იმ მჩაგვრელების წინააღმდეგ, რომელიც დაამთავრებს გაყიდული პოლიტიკოსების ხანას და ხალხის მსახურებს მოიყვანს პოლიტიკურ ასპარესზე", - განაცხადა ფოფხაძემ.



Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.