შალვა ნათელაშვილი - ,,რეჟიმს დედაქალაქი დაკარგული აქვს," ოპოზიცია დედაქალაქში მაჟორიტარებზე შეთანხმდა
საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში
ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი
ზურაბ ჯაფარიძე იქნება. განცხადება ამის შესახებ მედიასთან,
"ლეობორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე, "ლეობორისტული
პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
"ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზაფრული ჩვენი საზოგადოება
გვინდა გავახაროთ. ეს მაინც მოხდა - ოპოზიცია დედაქალაქში
მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმდა სრულად და
შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი დაკარგული აქვს,"-
განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტი უპრეცედენტოა და ის საქართველოს ისტორიაში
ოქროს ასოებით შევა.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია ოპოზიციური
ხმების დაცვაზე.
შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება და ოპოზიციური პარტიების ლიდერები
დეკლარაციის ტექსტის დეტალებს აზუსტებენ.