უბანზე ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებდნენ - ცესკო
„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის
უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული
მონაცემების დამუშავებას"
- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო
ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ განმარტა, საარჩევნო
კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი
მონაცემების ფოტო და ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ
განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. მან არჩევნებში ჩართულ მხარეებს
მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან.
"დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის
უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული
მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების
გამოყენებით. შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია
ისეთი მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც
არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი
შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის
მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე
ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო
კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.