ახალი ამბები
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრიმა ადგილობრივ სააგენტოსთან ისაუბრა მოწინააღმდეგეების დანაკარგზე. მისი თქმით, განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი.
"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს", - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ბრძოლა გრძელდება, ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,"- წერს ჰოვანისიანი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიაღუპა.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.

ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.
ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.