მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში მაღალი ტემპერატურა და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
23-24 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ
რაიონში მოსალოდნელია ნალექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.