რომელი ქვეყნის მოგზაურები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში?
2022 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 174,8%-ით გაეზარდა.
კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ნოემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 305 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 111 მლნ დოლარს. 2020 წლის ნოემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 12.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, ნოემბერში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 201.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.


ნოემბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

• რუსეთი - 109.1 მლნ დოლარი;
• თურქეთი - 45.6 მლნ დოლარი;
• დანარჩენი ქვეყნები - 41.6 მლნ დოლარი;
• უკრაინა - 26.5 მლნ დოლარი;
• ევროკავშირის ქვეყნები - 19.7 მლნ დოლარი;
• ისრაელი - 19.1 მლნ დოლარი ;
• სომხეთი - 13.9 მლნ დოლარი;
• ბელარუსი - 11.9 მლნ დოლარი;
• აზერბაიჯანი - 8.6 მლნ დოლარი;
• ირანი - 5.9 მლნ დოლარი;
• საუდის არაბეთი - 3 მლნ დოლარი.

წყარო: bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საერთაშორისო გამოფენები,
საინფორმაციო ტურები, ვიდეო კლიპები, ბროშურები, გზამკვლევები და ასე
შემდეგ - ასე შეაჯამა გასული 2022 წელი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციამ.
22:10 / 18.02.2023
საერთაშორისო გამოფენები, საინფორმაციო ტურები, ვიდეო კლიპები, ბროშურები, გზამკვლევები და ასე შემდეგ - ასე შეაჯამა გასული 2022 წელი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ.
მთის კურორტების განვითარების
კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, ახალი
ინფრასტრუქტურა ბაკურიანს საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად, პირველი
დეკემბრიდან გახსნას ზამთრის სეზონი.
23:20 / 12.02.2023
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა ბაკურიანს საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად, პირველი დეკემბრიდან გახსნას ზამთრის სეზონი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მსოფლიო
ჩემპიონატისათვის, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე
გაგრძელდება.
16:17 / 11.02.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე გაგრძელდება.
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ემზადება, რომელიც 18 თებერვლიდან გაიხსნება და 5 მარტის ჩათვლით
გაგრძელდება.
14:58 / 11.02.2023
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 18 თებერვლიდან გაიხსნება და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„სასტუმროებისა და რესტორნების
ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით,
ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში
ტურისტული სეზონი ჩავარდა.
10:18 / 24.01.2023
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.