გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებულია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე ორი
მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი
ჩემპიონი გახდა, ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი
წამებში დაამარცხა.
90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა,
ბექა ღვინიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში წაგებით
დაკარგა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი
მეჰდიევს აჯობა.
ჩვენმა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა და
საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.