ლაშა ტალახაძე - პლანეტის უძლიერესი ძალოსანი
ლაშა ტალახაძე საერთაშორისო
ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად
(17 084 ხმით) მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.
როგორც lelo.ge წერს, ლაშა ტალახაძე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად
ზედიზედ მესამედ დასახელდა.
„უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი
ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“, – წერია ძალოსნობის
საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net).
ქალებს შორის ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ძალოსანი ამერიკელი ქეთრინ
ელიზაბეტი გახდა.