საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი პირველი ტაიმის შემდეგ დაამარცხა
მადრიდში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს
ეროვნული ნაკრები ესპანეთის გუნდს ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ
18-ქულიანი სხვაობით- 5:23 ამარცხებს.
როგორც „Sportall.ge წერს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი
შალვა მამუკაშვილმა შეასრულა, 1 ლელო კი დებიუტანტმა აკა ტაბუცაძემ
დადო. თედო აბჟანდაძემ 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა.
ესპანელების მხრიდან კი ერთადერთი ლელო ფერერმა დადო