რუსეთი 2022 წლის მსოფლიო თასიდან მოკვეთეს: beIN Sports
არაბული ტელეარხის, beIN Sports-ის ინფორმაციით, მსოფლიო
ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის
საფეხბურთო ნაკრები 2022 წელს, ყატარში გასამართი მსოფლიო
ჩემპიონატიდან მოკვეთა.
"მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის ნაკრებს 2022 წლის
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების უფლება აუკრძალა", - წერია
beIN Sports-ის "ტვიტერის" გვერდზე.
მიუხედავად ამისა, რუსული საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ არც
უეფასა და არც ფიფაში მსგავსი შინაარსის წერილი არ მისულა.
გოსდუმის დეპუტატმა და ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა
მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ რუსეთის 4
წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობის აკრძალვაზე
გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა: ,, ეს უზარმაზარი უსამართლობაა.
სპორტსმენები 4 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ კარიერაში
უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. რისთვის?!
ჩვენ გასულ ოლიმპიადაზე უკვე განვიცადეთ დამცირება, მაშინ ნეიტრალური
დროშით ვიასპარეზეთ...
ახლა კი ეს შეიძლება ფეხბურთს შეეხოს. საკითხი ფიფას უახლოეს სხდომაზე
განიხილება. ძალიან რთული სიტუაციაა. ყველა შესაძლებელი საშუალებით
უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსებისათვის", - ციტირებს
გაზაევს "სპორტ-ექსპრესი".