ქართველ მორაგბეს 2 თებერვალს
ჩამოასვენებენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის
ფედერაცია ავრცელებს. რაგბის კავშირმა
ბექა ბურდიაშვილის ოჯახს კიდევ
ერთხელ მიუსამძიმრა.
„ძვირფასო მეგობრებო, 26 იანვარს საფრანგეთში
ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს
თბილისში ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს.
პანაშვიდები თბილისში გაიმართება მისამართზე: სამრეწველო დასახლება,
პირველი ქუჩა, პირველი ჩიხი, ბინა 4.
სამშაბათს (4 თებერვალს) ბექა ბურდიაშვილს გადაასვენებენ კახეთში,
სოფელ შილდაში. დაკრძალვა ხუთშაბათს, 6 თებერვალს 13 საათზე.
რაგბის კავშირი თანაუგრძნობს ბექას ოჯახს“ - წერია
განცხადებაში.