საკალათბურთო სუპერლიგის მატჩში ადგილობრივებმა ლეგიონერები დაამარცხეს
საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქცია წელს ხაშურში
ახალ სპორტკომპლექსში გაიმართა.
მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან
დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ.მატჩი ადგილობრივებმა 128-ით 115
მოიგეს
AL შთAღ 2020 წლისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის
ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო
სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა
მწვრთნელებმა დაასახელეს. ტრადიციისამებრ, ვარსკვლავების მატჩთან
ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში
.