ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელია
პროფესიონალმა მოკრივე ლაშა
გურგულიანმა, მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) ვერსიით, მსოფლიო
ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოკრივემ,
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის და Boxing Group
Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, მექსიკელი ედგარ ორტეგა
12 რაუნდიანი ორთაბრძოლის მე-8 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით
დაამარცხა.
ინფორმაციას განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო
ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გურგულიანმა ამ გამარჯვებით, მის მიერ 2019
წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიცვა WBF-ის ვერსიით.
აღნიშნული ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა
საქართველოში პირველად ჩატარდა.
გურგულიანისა და ორტეგას დაპირისპირებამდე, საკრივო რინგზე ქართველი
მოკრივეების მონაწილეობით 12 სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა.