კობის წერილი კალათბურთს
” ძვირფასო კალათბურთო,

იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც მე მამაჩემის გეტრებში სირბილი და წარმოსახვითი მატჩის მომგები
ტყორცნების განხორციელება დავიწყე, ვიცოდი რომ ერთი რამ იყო რეალური, მე შენ შემიყვარდი

იმდენად ძლიერად, რომ მე შენ ყველაფერი შემოგწირე, ჩემი გონებიდან და სხეულიდან დაწყებული, ჩემი სულით დამთავრებული.

6 წლის ბიჭი, შენზე ღრმად შეყვარებული.

მე არასდროს დამინახავს გვირაბის ბოლო, მე ჩემს თავს ვხედავდი რომელიც ერთი მათგანიდან გამორბოდა.

და მე გამოვიქეცი, მოედანზე ყოველ დაკარგულ ბურთს შენს გამო დავსდევდი, შენ თავდადება მთხოვე მე კი ჩემი
გული მოგეცი. რადგან ჩემთვის განსაკუთრებული იყავი

მე ოფლითა და ტკივილით ვთამაშობდი. არა იმიტომ რომ ეს გამოწვევა იყო, არამედ იმიტომ რომ შენ მეძახდი.

მე შენთვის ყველაფერი გავაკეთე. ასე აკეთებენ ადამიანები, როდესაც რაღაც თავს ისე ცოცხლად აგრძნობინებს, როგორც ეს შენ გააკეთე.

შენ 6 წლის ბავშვს ოცნებები აჩუქე, და ამისთვის მუდამ მეყვარები. მაგრამ შენს განსაკუთრებულ სიყვარულს ვეღარ შევძლებ, ეს სეზონი ჩემთვის უკანასკნელია. გულს და გონებას თამაში სურს, თუმცა სხეულმა იცის რომ დამშვიდობების დროა.

მაგრამ არაუშავს.

მინდა იცოდე, რომ მზად ვარ გაგიშვა.

ახლა შეგვიძლია ყველა განვლილი მომენტი შევიგრძნოთ ერთად, ცუდიც და კარგიც, ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით რაც გაგვაჩნდა.

ორივემ ვიცით რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ისევ ის ბავშვი ვიქნები აწეული გეტრებით, კუთხეში მოთავსებული სანაგვე ყუთით, წამზომზე დარჩენილი 5 წამით და ბურთით ხელში.

5..4..3..2..1

მიყვარხარ მუდამ

კობი
"


კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლმა. მისი ვერტმფრენი ლოს-ანჯელესის მახლობლად ჩამოვარდა. წერილი კობი ბრაიანტმა 2015 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ დაწერა. ამ წერილის საფუძველზე მოგვიანებით ოსკაროსანი ანიმაციური ფილმიც გადაიღეს, რომელშიც თავად ბრაიანტმაც მიიღო მონაწილეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.