ბორჯომში,ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის მატჩი გაიმართა, ერთმანეთს „ბორჯომი 2013“-ის ახალგაზრდული გუნდი და ბაღდადის „ საირმე“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული შეხვედრა ბორჯომის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:0. თამაშზე მოპოვებული ქულებით იმერეთის ფეხბურთის ფედერაცის პირველობაში, ბორჯომის გუნდმა პირველი ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ,რომ ბორჯომის საფეხბურთო გუნდი 4 წელია რაც შეიქმნა და ძირითადად დაკომპლექტებულია 12-წლამდე ასაკის მოთამაშეებით. დამწყები ფეხბურთელები ტურნირში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.