დაბა ბაკურიანმა „ხსოვნის ტურნირის“ უმასპინძლა
"ხსოვნის ტურნირი" სამთო სპორტის ორ სახეობაში თხილამურებით ხტომაში
და სლალომში ჩატარდა.
მონაწილეობდნენ ვეტერანი და დამწყები სპორტსმენები.
გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა
დააჯილდოვეს.
გამარჯვებულებს თასები, სიგელები, მედლები და ფასიანი ვაუჩერები
გადაეცათ.
სლალომში ყველაზე საუკეთესო დრო მოთხილამურემ გია თედიაშვილმა აჩვენა.
ტურნირის ყველაზე განსაკუთრებული პრიზიც გარდამავალი თასიც უკვე
მეორედ სწორედ მას გადაეცა. თასი გარდაცვლილი სპორტსმენის ლევან
თიბილოვის კლასელებმა დააწესეს.
„ხსოვნის ტურნირი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა. წელს ტურნირს 10 წელი
შეუსრულდა. მისი ჩატარების იდეა ადგილობრივებს ეკუთვნით და ის ცნობილ
სპორტსმენებს ეძღვნება.
წლევანდელი შეჯიბრებების ორგანიზატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო.