ხვალ ბაკურიანში ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის შეჯიბრი გაიმართება
ხვალ, 2 მარტს, ბაკურიანი, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის,
ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის შეჯიბრს უმასპინძლებს.
ადგილობრივებთან ერთად მასში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო
კურორტიდან ჩამოსული 50-მდე წამყვანი სპორტსმენი მიიღებს
მონაწილეობას.
ტურნირი ბიჭებში და გოგონებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში
დიდველზე 11:00სთ-დან დაიწყება.
ნუგზარ დიაკონაშვილი 5 იანვარს გარდაიცვალა. სრიალის დროს ჩამოწოლილმა
ზვავმა ქვეშ მოიყოლა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა.
იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება
2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი
გახდა.