საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში ბორჯომელი კახა
ავეტისიანია. ის 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ხუთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ვარჯიში მწვრთნელის გარეშე
გაეგრძელებინა. იგივე ნაბიჯი გადადგა მისმა მეგობარმა, „ბალტინ ბოქსის
საერთაშორისო გაერთიანების ჩემპიონის“ ტიტულის მფლობელმა, დავით
რიბაკონმა. სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი ბორჯომის ერთ-ერთმა
სასტუმრომ დაუთმო.
მოკრივეები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და საერთაშორისო ტურნირებისთვის
ემზადებიან. საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის წევრებს,
უცხოეთში ასპარეზობა ხშირად უწევთ და გამარჯვებულებიც ხშირად
ბრუნდებიან, ამიტომაც სავარჯიშო დარბაზს უსასყიდლოდ უთმობენ.
პროფესიული კრივის ასოციაცია მხოლოდ მათ ტურნიირებში მონაწილეობას
აფინანსებს. მასალის სრულად სანახავად, დააწკაპეთ ფოტოზე