ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია
20:02 / 26.09.2018
გურამ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე
(+100 კგ.) ოთხი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ
შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე
დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა. დრამატული გამოვიდა
მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა.
თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო.
ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ
ულზიბაიარს შეხვდა, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან სამ წუთში იპონით
დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი უშანგი კოკაურს შეხვდა, რომელიც
მასპინძელი აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა. აქამდე სპორტსმენები
ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ (ბაქო 2017; ზაგრები 2018) და ორივე
დაპირისპირება გურამ თუშიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალური ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ბრძოლის დასრულებამდე წუთითა და
ათი წამით ადრე ვაზაარი კოკაურმა მოიპოვა, მაგრამ მსაჯებმა გაუუქმეს.
დაპირისპირების ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წამი რჩებოდა,
როდესაც თუშიშვილმა კარგი ჩავლება აიღო, ილეთი შეასრულა და გამარჯვება
იპონით მოიპოვა.
ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებისთვის პირველი
ოქროს მედალი იყო. ბრინჯაოს მედალი ტურნირის პირველ დღეს ამირან
პაპინაშვილმა აიღო, ხოლო ვერცხლს კი ნაკრების კაპიტანი, ვარლამ
ლიპარტელიანი დაეუფლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.