ბორჯომში ექსტრემალურ ტრიატლონში მედიატურნირი მიმდინარეობს
ბორჯომის რაიონში სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე და მის მიმდებარე
ბანაკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედია-ტურნირი "ჯომარდია"
მიმდინარეობს,
აღნიშნული ტურნირი მანამდე არსებული "მედია ჯომარდის" გაფართოებული და
გამრავალფეროვნებული ვარიანტია. 19 გუნდი ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში,
მშვილდიდან სროლაში და ნავებით დაშვებაში ეჯიბრება. როგორც ცნობილია,
2 ივლისი სპორტული მედიის საერთაშორისო დღეა და აღნიშნული ტურნირი
სწორედ ამ დღეს ეძღვნება.