"ბორჯღალოსნებმა" აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩში
აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა
მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და
კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა
- 0:5.
ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც
მერაბ
კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა - 3:8.
28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა -
3:11.
ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ)
საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა -
3:18.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო გაიტანა -
3:21.
57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით
ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა - 10:21.
13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში
გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა - 17:21.
78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა
საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში
პირველად მოიგო აშშ-ში.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს,
პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში 13:0 დაამარცხეს
კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს
დაასრულებს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით.