მსოფლიო რბენის გამარჯვებულები საქართველოში
წლევანდელი მსოფლიო რბენის გამარჯვებული საქართველოში ვაჟთა შორის
გიორგი შეკრელიძე, ხოლო გოგონებში ნინო მიქაძე გახდა
, გიორგი შეკრელიძეს „ფინიშ მანქანა" 35,43 კილომეტრის დაფარვის
შემდეგ წამოეწია. ნინო მიქაძემ კი 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე
ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for
Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია. Wings for Life საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in
Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა.