პარამოფარიკავეთა წარმატება მსოფლიო თასზე
პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინი თიბილაშვილმა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიოს თასზე წარმატებით იასპარეზეს ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა, თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. სპორტსმენებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.შეხვედრას ესწრებოდა პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და კომპანია BP-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა პარამოფარიკავეებმა იტალიაში მსოფლიოს თასზე. მინდა მივულოცო ეს წარმატება სპორტსმენებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ამ ადამინებთან ერთად იქმნება დიდი ისტორია, წარმატების ისტორია, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული სპორტის ისტორიაში. მათი საქმიანობა არის მისაბაძი და გადამდები ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ პარალიმპიური მოძრაობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რეგიონებშიც აქტიურად მოხდება პარასპორტსმენების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთ ჩემპიონს გავზრდით და მომავალ ოლიმპიადაზე ბევრად წარმატებულები ვიქნებით".
ირმა ხეცურიანი:" ტურნირი საკმაოდ რთული გამოდგა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა, მაგრამ კარგად ვიყავით მომზადებული. სამშობლოში მედლით და თასით დავბრუნდი, სასიამოვნოა მინისტრთან შეხვედრა და ემოციების გაზიარება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩვენს წარმატებას, შრომას გულწრფელად აფასებს. დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მხარდაჭერისთვის".
ნინი თიბილაშვილი:" სიმართლე გითხრათ მედლის მოპოვებას ველოდებოდი, რადგან წინა ტურნირებზე მედლის მოპოვება უკვე მოვახერხე. თუმცა, სპორტში წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ რა მოხდება. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ამასთან ვიმედოვნებ, რომ მომავალში შედეგს გავაუმჯობესებ და ვერცხლის და ოქროს მედალს ჩამოვიტან".

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.