გამარჯვება ტრავმირებული ხელით - წარმოშობით ბორჯომელი სპორტსმენი ჩემპიონია
ახალციხის კლუბ "მე–13 ლეგიონი"–ს სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ ჩინეთში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. 32 ბრძოლიდან ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც ნოკაუტით გამოვლინდა, 19 წლის ამირან გოგოლაძე იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე – ბრძოლა წესების გარეშე – ქართველმა სპორტსმენმა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. პირველივე რაუნდში მან მე–40 წამზე ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ჩემპიონატი ჩინეთში 64 მონაწილით გაიმართა. ამირან გოგოლაძის მთავარი მწვრთნელის განმარტებით, სპორტსმენი ბოლო ბრძოლაზე ტრავმირებული ხელით წარსდგა. მიხეილ მესხის თქმით, ჩინელი მეტოქე გოგოლაძემ, პრაქტიკულად ცალი ხელით დაამარცხა. ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა.

ამირან გოგოლაძე წარმოშობით ბორჯომიდანაა. სპორტის ამ სახეობით დაინტერესების შემდეგ საცხოვრებლად და სასწავლებლად ახალციხეში გადავიდა. ჩინეთის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის პირველი ბრძოლაა საზღვარგარეთ. საქართველოს მასშტაბით, მანამდე ოთხჯერ იასპარეზა და ოთხივე ბრძოლა მოიგო. მომავალი ჩემპიონატი კვლავ ჩინეთშია დაგეგმილი.

ჩემპიონატი ჩინეთში, ქალაქ ჟენგჟოუში მიმდინარე წლის 6 იანვარს გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენი და მწვრთნელი საკუთარი ხარჯებით გაემგზავრნენ. ჩემპიონატში ჩასართავად მათ დახმარება ერთ–ერთი სპორტული კლუბის წარმომადგენელმა გიორგი კაბულაშვილმა გაუწია. ახალციხის კლუბმა "მე–13 ლეგიომმა" საქართველო ერთი სპორტსმენით წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.