მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე გავცეთ ფულადი ჯილდო მილიონი ლარის ოდენობით - ირაკლი კობახიძე
მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.

“ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო. დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს.

სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით."
- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.