მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა
33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ
დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის,
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა,
სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში.
დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ
ო'მალი დაამარცხა. ქართველმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი
გადაწყვეტილებით მოიპოვა. მან თითქმის ყველა რაუნდი მეტოქესთან
უპირატესობით ჩაატარა. მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-11
ბრძოლაში გაიმარჯვა.