"ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ" - გიორგი ქოჩორაშვილი
"ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნაკრების წევრის ვიდეო კომენტარს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება წარმოჩენილი.

„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში.ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანას შეძლებო, არავის დავუჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო შენი თავის, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ.რაც შეეხება ჩემი გოლის აღნიშვნას, ბევრს ეშლება. ეს არის ჩემთვის კაპიტან ამერიკა, რომელსაც ბავშვობაში ცუდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ იყო შეუპოვარი. მოგეხსენებათ, მეც ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონის თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“ - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.