4-1 საქართველომ ჩეხეთი დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა
საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით
დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1
დაამარცხა.
მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ
გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების
ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი
ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა
გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა
გაიტანა.