ბილეთების შეძენის ინსტრუქცია საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად
TKT.GE საქართველო-ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ბილეთების შეძენის ინსტრუქციას და წესებს აქვეყნებს.

კომპანიის განცხადებით, „იმ შემთხვევაში თუ სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“.


7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

გაყიდვები 15 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენის ინსტურქცია:


12:00 საათზე, ონლაინ რიგის სისტემა Queue.it, ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს;

თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები ორი ბილეთის შეძენა შეუძლია;

ბილეთის შეძენისთვის აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება ( სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა და მობ. ნომერი )

ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.


მნიშვენლოვანია გაითვალისწინოთ:

რიგის ნომერი ზუსტად 12:00 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით მოგენიჭებათ, შესაბამისად, ვებ-გვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს

არ გააზიაროთ რიგის სქრინი ან ბმული, არ განაახლოთ (დაარეფრეშოთ) გვერდი

დარწმუნდით ინტერნეტ კავშირის გამართულობაში

დამატებითი ღონისძიებები გატარდება გადამყიდველების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.