გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი
მაჭარაშვილი (97 კგ.) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი
გახდა. ფინალში ის ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან
დამარცხდა.
27 წლის ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს და მსოფლიოს
ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
მაჭარაშვილის ასპარეზობის შემდეგ საქართველოს შვიდი ოლიმპიური მედალი
აქვს. ოქროს მედლები მოიპოვეს ლაშა ბექაურმა, გენო პეტრიაშვილმა და
ლაშა ტალახაძემ. ვერცხლის მედლები აქვთ ტატო გრიგალაშვილს, ილია
სულამანიძეს, ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო