საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადას გამოეთიშა
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:4, დამარცხდა, და ოლიმპიადას გამოეთიშა.
პირველი ქულა გუნდს ეთო ლიპარტელიანმა მოუტანა - 1:0
ლაშა შავდათუაშვილი მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა, იტალიამ ანგარიში გაათანაბრა - 1:1 იტალიის ნაკრები კიმ პოლინგმა ეთერ ასკილაშვილის დამარცხებით დააწინაურა - 1:2 ლაშა ბექაურმა კრისტიან პარლატის სძლია და ანგარიში გაათანაბრა - 2:2
სოფო სომხიშვილი მსაჯებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს და იტალია კვლავ დაწინაურდა - 2:3 ილია სულამანიძის გამარჯვებით საქართველომ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში - 3:3
ექვსი რაუნდი ფრედ დასრულდა. კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ ლაშა შავდათუაშვილი დაუპირისპირდებოდა მანუელ ლომბარდოს. იტალიელმა მეტოქემ მეორედაც გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრები ოლიმპიადას გამოეთიშა. რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.