ჩვენი ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება
გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები
გუნდი იასპარეზებს.
დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის.
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2
ვერცხლის მედლით დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ლაშა
ბექაურმა მოუტანა. ვერცხლის მედალს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო
გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ.