ბორჯომის "თორი" ჯუნგლი ქართველიშვილის ტურნირის გამარჯვებულია
23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით
ბორჯომში, ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირი
მიმდინარეობდა.
ტურნირში 2012 წელს დაბადებული
ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. სულ რვა გუნდმა იასპარეზა, ესენია:
ფოთის, გორის, ბათუმის, ადიგენის გუნდები, თბილისის "სულაქველიძის
აკადემია, ბორჯომიდან კი ტურნირში ორი გუნდი მონაწილეობდა- ბორჯომის
სასპორტო სკოლასთან არსებული ,,თორი’’ და საფეხბურთო კლუბი ,,
ბორჯომი’’.
საფეხბურთო კლუბი ,,ბორჯომი’’ ადიგენის ,,ზარზმას’’ შეხვდა,
დაამარცხა 2: 1, დაიკავა მესამე ადგილი.
ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს სასპორტო სკოლის გუნდი ,,თორი’’ და
გორის ,,გორი’’დაუპირისპირდა, ბორჯომის გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა
და ჯუნგლი ქართველიშვილის თასის მფლობელი გახდა.
ტურნირის მონაწილეთა შორის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო
,,თორის’’ ფეხბურთელმა გიორგი კაპანაძემ,
,,საუკეთესო ნახევარმცველის’’ ტიტული ხვდა ადიგენის ,,ზარზმას’’
ფეხბურთელს ივა ხარაიშვილის, ნომინაციაში
,,საუკეთესო მეკარის’’ პრიზი წილად ხვდა ივა
ნოზაძეს, ,,ლამაზი გოლის ავტორის’’ ჯილდო კი საფეხბურთო კლუბ
,,ბორჯომის’’ ფეხბურთელს ნიკოლოზ დათუნიშვილს ხვდა
წილად.
„სამომავლოდ იგეგმება სხვა სახელოვან ბორჯომელ ფეხბურთელთა
ტურნირების გამართვაც. ჯუნგლი ქართველიშვილის ტურნირი წელს პირველად
ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება.“ - განაცხადა ააიპ
„ბორჯომის საფეხბურთო კლუბ 2013’’- ის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელმა ვახტანგ მაისურაძემ.
ტურნირის ბოლოს მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.