ლაშა ბექაური მთავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი - ნახევარ მილიონს
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა
ბექაური მთავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს,
ხოლო ვერცხლის მედალოსანი ტატო
გრიგალაშვილი - ნახევარ მილიონს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენების პარიზში
გამგზავრებამდე, გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურს, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის
ოქროს მედალოსანიც არის, მთავრობისგან 1 მილიონი ლარი ერთხელ უკვე
გადაეცა.
რაც შეეხებათ ბრინჯაოს პრიზიორებს, ისინი მთავრობისგან 250 ათას ლარს
მიიღებენ.
წყარო:
ბიზნესპრესნიუსი
გააზიარეთ :