პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს
სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო,
73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5
კგ).
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში
(ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით
ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა,
ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.