ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გიორგი მიქაუტაძე გახდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის
მფლობელი გახდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე,
გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით
„ოქროს ბუცის“ მფლობელი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს
მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში
სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.