სომხეთში კიკ-ბოქსინგის ტურნირში ბორჯომელი ხატია აკოფოვი ქამრის მფლობელი გახდა
სომხეთში ჩატარდა ყოველწლიური
საერთაშორისო ტურნირი კიკ-ბოქსინგში (K1 წესებით), სადაც ბორჯომის
სასპორტო სკოლის კიკ-ბოქსინგის სპორტსმენმა ხატია აკოფოვმა
იასპარეზა.
მან დამწყებ პროფესიონალ მებრძოლთა
შორის პირველი ადგილი დაიკავა. ხატია აკოფოვი ქამრის მფლობელი
გახდა.