საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის
ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე
დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს
ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა
შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში
შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე
ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში
ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
შედეგად მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.