დღეს საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის
მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების
წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს,
თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის
ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე
პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური
ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ
ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.
EUღO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ
ეკრანებზეა შესაძლებელი.