საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ
ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან
გამართა და 1:3 დამარცხდა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ
ეკრანებზეა შესაძლებელი.