განსაკუთრებული დღე საქართველოს სპორტულ ისტორიაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს
განსაკუთრებული დღე საქართველოს
სპორტულ ისტორიაში - რამდენიმე საათში, ეროვნული ნაკრები ევროპის
ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
წამზომი ჩართულია, დროის ათვლა დაწყებულია დღეს, 18 ივნისს თბილისის
დროით, 20:00 საათზე, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.
დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში
განსაკუთრებული დღე. რამდენიმე საათში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული
ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის, პირველად, ევროპის ჩემპიონატის
არენაზე გავა. საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით
20:00 საათზე დაიწყება.
გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს
გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი
გულშემატკივარი უქომაგებს.